საფრანგეთში დააკავეს ადამიანი, რომელმაც “საუკუნის ძარცვა” აღიარა

 

 

74 წლის ფრანგი ჟაკ კასანდრი, რომელმაც თავის წიგნში აღიარა, რომ საფრანგეთში 1976 წელს მომხდარი ბანკის ძარცვა მისი ორგანიზებული იყო, სასამართლოს წინაშე 42 წლის შემდეგ წარსდგა – იუწყება ტელეკორპორაცია BBC .

კასანდრი საფრანგეთის პოლიციისთვის კარგად არის ცნობილი. 70-იანების დასაწყისში ის ჰეროინით მოვაჭრე დაჯგუფების ლიკვიდაციის საქმეზე გაასამართლეს, 1994 წელს კი – პროსტიტუციის ორგანიზებისთვის. აღსანიშნავია, რომ ჟაკ კასანდრის წიგნის გამოსვლამდე მისი სახელი 1976 წელს მომხდარი ბანკის გაქურდვის ფაქტს არ უკავშირდებოდა. პოლიციის ვერსიით, მისი ორგანიზატორი სხვა ადამიანი იყო, კერძოდ ალბერ სპაჯარი.

კასანდრის წიგნი, რომელზეც 2010 წელს გამოვიდა. ავტორი საკუთარ თავს ფსევდონიმ „ამიგოთი“ მოიხსენიებს. ის აცხადებს, რომ დაიღალა “სპაჯარის ჩრდილში ცხოვრებით”  რამეთუ ბანკის ძარცვა მისი ორგანიზებული იყო.
იმის გამო, რომ მარსელის კრიმინალურ სამყაროში კასანდრი საკმაოდ ცნობილია, გამომძიებლები უმალვე მიხვდნენ, ვინ იმალებოდა “ამიგოს” უკან. მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერში წიგნის ტექსტი იპოვეს. კასანდრის შვილებმა პოლიციასთან განაცხადეს, რომ ის ხშირად ამყობდა იმით, რომ ბანკის გაქურდვის იდეა და გეგმა მას ეკუთვნოდა.

“საუკუნის ძარცვის” ხანდაზმულობის ვადა 2010 წელს ამოიწურა, თუმცა, 2011 წელს კასანდრი მოპარული ფულის გათეთრების გამო დააკავეს. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ წიგნი არ შეიძლება სასამართლომ მტკიცებულებად მიიღოს.

გამოძიების ვერსიით, მოპარული ფულით კასანდრიმ იყიდა სახლი, ღამის კლუბი მარსელში და მშობლიურ კორსიკაში მიწის ნაკვეთი.
1976 წელს მომხდარ ბანკ Societe Generale-ის ძარცვაზე საფრანგეთში ლეგენდები დადიოდა. ქურდებმა ფულის საცავში რვამეტრიანი გვირაბით შეაღწიეს, რომელიც კანალიზაციიდან გაიყვანეს. გვირაბს რამდენიმე კვირა თხრიდნენ, შემდეგ მის კედლებს ბეტონით ამაგრებდნენ და მასზე განათებას აყენებდნენ. კანალიზაციის მილში ისინი რეზინის ნავებით გადაადგილდებოდნენ. იმისათვის, რომ ბანკის საცავის კარი აეფეთქებინათ, ქურდებმა 30 ბალონი აცეტილენი გამოიყენეს.ქურდები ფულსაცავში პარასკევს, 16 ივნისს შევიდნენ, საიდანაც რამდენიმე დღე გაჰქონდათ ფული და ძვირფასეულობა – სულ, დაახლოებით 50 მილიონი ფრანკი (თითქმის 24 მილიონი ევრო დღევანდელი კურსით). 20 ივნისს ქურდებმა ბანკი დატოვეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ცარიელ საცავში აღმოაჩინა წარწერა “იარაღის გარეშე, სიძულვილის გარეშე, სისასტიკის გარეშე”.
საქმეზე მხოლოდ ერთი ადამიანი ალბერ სპაჯარი დააკავეს.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა რესურსები დახარჯა შანტაჟზე, გახლეჩვაზე, შავ პიარზე
შემდეგი სტატიაშეიარაღებული თავდასხმა და ფულის გატაცება – კიევში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს