საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში, რომელიც რუსილიონის პროვინციაში მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. დაღუპულია 4 მოზარდი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი. სააგენტო “Reuters”-ის ცნობით, მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა რგოლი. ადგილზე მუშაობენ კრიზისის მართვის საკორდინაციო ცენტრის თანამშრომლები.
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში მყოფი 19 ადამიანიდან 7 მოზარდი მძიმედ დაშავდა. თავად მატარებელში 25 მგზავრი იყო, სამმა მიიღო მსუბუქი სახის დაზიანება.
დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.