საფრანგეთმა სისხლიანი ტერაქტი აღკვეთა…

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლიანი ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს, რომელიც პოლიციელთა წინააღმდეგ იყო მიმართული…

მინისტრმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა რომ 19 დეკემბერს დაკავებულიქნა ორი ბოროტმოქმედი, რომლებიც ქალაქ ორლეანში სამართალდამცავების მიმართ ,,სისხლიანი აქციის,, მოწყობას აპირებდნენ.

მინისტრისვე განცხადებით, დაკავებულები 20 და 24 წლის საფრანგეთის მოქალაქეები არიან… და ისინი, იარაღის შესაძენად სირიაში მცხოვრებ კიდევ ერთ საფანგეთის მოქალაქეს უკავშირდებოდნენ.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ დაკავებული მოქალაქეები წარმოშობით მაროკოდან და და ტოგოდან არიან.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიობამას დაცვის წევრს იარაღი და ეკიპირება მოპარეს…
შემდეგი სტატიაფოტორეპორტაჟი: ჩინეთის დიდი მეწყერი