საფრანგეთმა პუტინის ვიზიტი გააუქმა

1რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომავალი კვირისთვის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა – რამდენიმე წუთის წინ Reuters-მა გაავრცელა ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით.
ამდაგვარად, მოსკოვი საფრანგეთის ლიდერის, ფრანსუა ოლანდის წინადადებას, პარიზში სირიაზე ემსჯელათ, არ დათანხმდა.

ამასთანავე, როგორც გუშინ “თაიმერი” “დოიჩე ველეზე” დაყრდნობით წერდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ჟან-მარკ ეირომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი შეხვდება თუ არა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს მისი 19 ოქტომბრის საფრანგეთის ვიზიტისას, იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც სირიაში ხდება.

ეირომ, ასევე, მიუთითა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სირიაში მიმდინარე სამხედრო დანაშაულებების გამოძიების ინიცირებას აპირებს. “ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს სირიაში, როცა ალეპოს ბომბავს. საფრანგეთი, როგორც ადრე არასდროს, აპირებს აპელოს მოსახლეობისათვის იბრძოლოს” – ხაზი გაისვა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი ოლანდი გადაწყვეტს პუტინთან შეხვედრას, ეს არ იქნება სასიამოვნო შეხვედრა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ როგორ გავაგრძელებთ
შემდეგი სტატიაანა გომესი: “ნაციონალური მოძრაობისთვის” პარლამენტში შესვლაზე უარის თქმისკენ მოწოდება სიგიჟეა