საფრანგეთმა მოზარდი რადიკალების რაოდენობა დაადგინა

საფრანგეთში დაახლოებით 2 ათასამდე მოზარდი-რადიკალია, რომლებიც რადიკალური ისლამის იდეებს იზიარებენ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ზეგავლენით – დღეს Le Figaro წერს. გამოცემის მონაცემებით, საფრანგეთში რადიკალი-მოზარდების რიცხვი კატასტროფულად მატულობს. წლის დასაწყისიდან გამოვლენილია 1954 შემთხვევა. 17 მათგანი ერაყსა და სირიის ომებში დაიღუპნენ. საფრანგეთში ექსტრემიზმისა და ტერორიზმის მუხლით 37 ახალგაზრდაა დაკავებული. სტატისტიკაში ერთი ტენდენცია აღინიშნება – რადიკალების მომხრეების უმეტესობა გოგოები არიან.

როგორც გამოცემას სამხედრო მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, გადამბირებლების მსხვერპლი, როგორც წესი, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პირები არიან, რომელიც სკოლაში წარუმატებლობის ან ოჯახის გაყრის შედეგად წარმოიქმნა. გარკვეული მუშაობის შემდეგ, მსგავსი მოზარდები ექსტრემისტების იოლი ნადავლი ხდება.

BFMTV-ის ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბრის პირველ კვირას ოთხი მოზარდი დააკავეს.
20 სექტემბერს შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია ტერორისტული საფრთხე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ RED BULL-სა და კოკა-კოლაზე 35 ათასი ლარი დახარჯა
შემდეგი სტატიასეული კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისთვის მზად არის