საფრანგეთმა ბელგიის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

საფრანგეთმა ბელგიის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

საფრანგეთის შს მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ ბელგიის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 5 ათას პოლიციელს, რომლებიც საზღვარზე დგანან, კიდევ დაემატება დანაყოფები.
კაზნევის აზრით, ახალი აფეთქებების ალბათობა ძალიან დიდია მას შემდეგ, რაც სალახან აბდესლამი დააკავეს ბრიუსელში.
26 წლის აბდესლამი საფრანგეთის ნოემბრის ტერაქტებშია ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ ტერაქტებისას 130 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულის თქმით, მას თვითმკვლელის ქამარი “სტად დე ფრანსის” სტადიონთან უნდა გაეაქტიურებინა.
მიმდინარე მომენტში აბდესლამის დაკითხვას ბრიუსელის პოლიცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: “ეს ჯოჯოხეთია!”
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარიდან მრევლის ევაკუაცია განხორციელდა