საფრანგეთის თავდასხმებში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა

საფრანგეთის თავდასხმებში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდა

საფრანგეთის თავდასხმებში ახალი ეჭვმიტანილი გამოჩნდასაფრანგეთის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ტერაქტების ორგანიზებაში კიდევ ერთი, მეცხრე ეჭვმიტანილი გამოჩნდა.
უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო-კამერებმა Seat-ის მარკის ავტომობილში კიდევ ერთი, მესამე ადამიანი დააფიქსირეს. ზუსტად ამ მანქანიდან გაიხსნა ცეცხლი 14 ნოემბრის ღამეს რესტორნების და კაფეების მიმართულებით. ჯერჯერობით, უცნობია, ახლადაღმოჩენილი ადამიანი ბელგიაში დაკავებულებს შორის არის თუ არა. უცნობთან ერთად მყოფი ორი დამნაშავეს ვინაობა უკვე ცნობილია, ისინი არიან ძმები ბრაჰიმ და სალახ აბდესლამები. გამოძიება სალაჰ აბდისლამს საქმის მთავარ ორგანიზატორად თვლის და ის ჯერჯერობით არ არის დაკავებული. მისმა ძმამ, ბრახიმმა საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანზე” იერიშისას თავი აიფეთქა. ორივე ძმა ბელგიის მოქალაქეა.

იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო აბდესლამ სალახმა შაბათ დილით საფრანგეთიდან ბელგიაში გადასხვლა, ახალი დეტალები ჩნდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა, სადაც ის და მისი ორი მეგობარი იმყოფებოდა, რეიდის დროს პოლიციამ შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ ისინი გააჩერეს და დოკუმენტები შეუმოწმეს არა ერთხელ, არამედ სამჯერ და სამივეჯერ გაუშვეს.

“როიტერის” ინფორმაციით, საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილია.
რამდენიმე ხნის წინ ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდამსხმელის ერთი ძმა ჰოჰამედ აბდესლამი, რომელიც შაბათიდან დაკავებული იყო, გაანთავისუფლეს. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. განთავისუფლებიდან რამდენიმე ხანში მან ტელე-ინტერვიუ მისცა, სადაც ძმას მოუწოდა ჩაბარებულიყო.
გუშინ პოლიციამ გაჩხრიკა სახლი და სასტუმროს ნომერი, სადაც სავარაუდოდ, გაჩერებული იყო ერთ-ერთი ძმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა პარიზის თავდასხმაში.
საფრანგეთის ტელევიზიებმა ჩხრეკის კადრები აჩვენეს, სადაც მილები და შპრიცები ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ბომბის გასაკეთებლად გამოიყენებოდა.

აფეთქებების სერია პარიზში 14 ნოემბერს მოხდა. მას 129 ადამიანი ემსხვერპლა. 400-მდე დაიჭრა. მათ შორის 221 ამ წუთამდე საავადმყოფოში იმყოფება.

banner
წინა სტატიაში„ისლამური სახელმწიფო“ ივრითზე მუქარას აქვეყნებს
შემდეგი სტატიადაკავებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი გოგოხიას ახლო ნათესავი