საფრანგეთის სპეც სამსახურები პარიზის ტერაქტთან რუსეთის ფედერაციის კავშირს სწავლობენ

ფრანგული დაზვერვის, ნაციონალური საბჭოს მონაცემებით, ტერორისტულ შეტევაში, თეატრ ,,ბატაკლანში“ გამართული როკ-კონცერტის დროს, მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
საფრანგეთის სპეც სამსახურებმა დაადგინეს ტერაქტში მონაწილე მინიმუმ ორი პიროვნება, ისინი რუსთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ მსახურობდნენ სპეცდანიშნულების ელიტურ ქვედანაყოფში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო ,,მირორი“, საფრანგეთის ნაციონალური დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ბრიტანული სააგენტო არ ასაჯაროებს ტერორისტების სახელსა და გვარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ორივე მათგანი კადიროვის სპეც დანიშნულების რაზმიდან განთავისუფლდა 2014 წელს.

banner
წინა სტატიაშითბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა თურქეთში დიდი ოცეულის სამიტის გახსნაზე დასასწრებად ჩავიდა