საფრანგეთის პროკურატურამ სასულიერო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

საფრანგეთის პროკურატურამ სასულიერო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. ის 19 წლის ადელ კერმიშია, რომელიც სირიაში გამგზავრების მცდელობისთვის ორჯერ დააკავეს. ამის გამო ის სპეცსამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

კერმიში თანამზრახველთან ერთად ეკლესიაში შეიჭრა და 84 წლის მღვდელს ყელი გამოჭრა, ტაძარში მყოფი მონაზვნები და მორწმუნეები კი მძევლად აიყვანა. საბოლოოდ თავდამსხმელები პოლიციელებმა მოკლეს.

მომხდარზე პასუხისმგელობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. საფრანგეთში სასულიერო პირებმა სალოცავებში დაცვის გაძლიერება მოითხოვეს.

banner
წინა სტატიაშივაკანსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
შემდეგი სტატიარუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო