საფრანგეთის პროკურატურა ფიიონის მდიდრული ტანსაცმლით დაინტერესდა

საფრანგეთის პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის წინააღმდეგ გამოძიების გაფართოვების შესახებ – BFMTV ავრცელებს. არხის ინფორმაციით, პროკურატურა ფიიონის რამდენიმე მდიდრული კოსტიუმით არის დაინტერესებული, რომლის თანხასაც, პოლიტიკოსის გაურკვეველი ანონიმური მეგობარი იხდის. 2012 წლიდან მჩუქებელმა პოლიტიკოსის ტანსაცმელზე 48,5 ათასი ევრო დახარჯა. სამართალდამცველები თვლიან, რომ კოსტიუმების ჩუქება, შესაძლებელია, გარკვეული მომსახურების მოთხოვნის ფასად ხდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ფიიონის მიერ მეუღლის და შვილის სამსახურში ფიქტიური დაქირავების გამო გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: გალარების პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო, კრახით დამათვრდა
შემდეგი სტატიათუ მოქალაქე ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს, მასზე პირდაპირ ვერანაირად ვერ გავრცელდება უვიზო რეჟიმი