საფრანგეთის პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრებიან

ფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა

საფრანგეთის პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატები წინადადებით გამოდიან, ქვეყნის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს იმპიჩმენტი გამოუცხადონ იმის გამო, რომ მან ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოება გაანდო. რესპუბლიკელების ინიციატივის წარმატების შანსი დაბალია –  წერს “ბიბისი”.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის ოპოზიციური პარტია “რესპუბლიკელები”, რომელსაც ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხელმძღვანელობს, თვლის, რომ ოლანდმა ჟურნალისტებს საფრანგეთის სირიაში შეჭრის საიდუმლოება გაანდო.

დამამტკიცებელ საბუთად მათ გაზეთ Le Monde-ში 25 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია მოყავთ სათაურით “დღე, როცა ობამამ ოლანდი მიაგდო”. სტატიაში საუბარია 2013 წლის აგვისტოზე, როცა საფრანგეთი სირიაში დარტყმებისთვის ემზადებოდა. სტატიის ავტორებმა ჟერარ დევემ და ფაბრის ლომმა ასევე დაწერეს წიგნი “პრეზიდენტს ამაზე არ უნდა ესაუბრა”, რომელსაც მათი პრეზიდენტთან 60 შეხვედრა უდევს საფუძვლად.
პარლამენტის სპიკერმა კლოდ ბარტოლონმა პროექტის რეზოლუცია პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსს გადასცა – სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება.

banner
წინა სტატიაშიტრამპის საიტიდან მუსლიმების აშშ-ში არ შეშვების შესახებ პუნქტი გაქრა
შემდეგი სტატიაორეგანოში ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი არეულობაში გადაიზარდა