საფრანგეთის პრემიერმა ევროკავშირის სამი ძირითადი საფრთხე დაასახელა

საფრანგეთის პრემიერმა ევროკავშირის სამი ძირითადი საფრთხე დაასახელა

საფრანგეთის პრემიერმა ევროკავშირის სამი ძირითადი საფრთხე დაასახელასაფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს დასაშლელად რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ემუქრება.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მან თქვა, რომ მისი აზრით, ეს საშიშროებებია – ტერორიზმი, საემიგრაციო კრიზისი და ბრიტანეთის შესაძლო გასვლა კავშირიდან.
მანუელ ვალსმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთთან ამ საკითხზე შეთანხმება შედგება.
ადრე ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ თუკი ევროკავშირი არ განახორციელებს რამდენიმე მიმართულებით რეფორმებს, მისი ქვეყანა გაერთიანებას დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიკიშინიოვის ცენტრში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები აღდგა
შემდეგი სტატიაგაერო: რუსეთის საერთო ინვესტიცია 92%-ით შემცირდა