საფრანგეთის პრემიერი მოსალოდნელ ტერაქტებზე აფრთხილებს

14315769_640147706145420_380141751_oსაფრანგეთის პრემიერმა მანუელ ვალსმა, რადიო Europe 1-თან საუბარში, საფრანგეთის მოსახლეობა მოსალოდნელ ტერაქტებზე გააფრთხილა…
ვალსის განცხადებით, საფრანგეთის სპეცსამსახურებმა ბოლო კვირის მანძილზე ორი ტერაქტი აღკვეთეს, თუმცა მათი ინფორმაციით ქვეყანაში 15000 რადიკალია, რომელთა გაკონტროლება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ტერაქტების რისკი მაღალია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გასული წლის ნოემბრის თვიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, თუმცა მიუხედავად ამისა ქვეყანაში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მაინც მოხდა, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც ტერორიზმის საქმეებით დაკავდება, თუმცა ამ ინიციატივას პრემიერმა ვალსმა მხარი არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშისკანდალი – დოკუმენტი, რომლითაც ხალვაში-ოქრუაშვილის შეთანხმების ნამდვილობა დასტურდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს რევოლუციური პროექტი