საფრანგეთის მოქალაქე ეკონომიკის მინისტრისადმი მიწერილი ეროტიული წერილის გამო დააპატიმრეს

საფრანგეთის პოლიციამ 29 წლის სტუდენტი დაიჭირა, რომელიც თვეების განმავლობაში ეკონომიკის მინისტრს ემანუელ მარკონს სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა ეროტიულ ფოტოებთან ერთად – ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
მარკონმა თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია წერილებს, მაგრამ 16 თებერვალს უკვე პოლიციას მიმართა.
წერილის ავტორის იდენთიფიცირება მალევე მოხდა – ის აღმოჩნდა 29 წლის სამხრეთ საფრანგეთის მკვიდრი. მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღო.
გამოძიება თვლის, რომ სტუდენტი საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა, რადგანაც ის საზოგადოებრივ პერსონას აწუხებდა, საქმე ყველა წესის დაცვით გაგრძელდება. სტუდენტმა ასევე ფსიქიატრთან უნდა გაიაროს კვლევები.
ეკონომიკის მინისტრის აპარატში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა აშშ-ს საზღვრები შვეიცარიულ ყველს შეადარა
შემდეგი სტატიაგერმანიაში 130 ათასი მიგრანტი დაიკარგა