საფრანგეთის მერს ბავშვი-მუსლიმების გამო სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

საფრანგეთის სასამართლომ ქალაქ ბეზიეს მერს რობერტ მენარას ორი ათასი ევროს გადახდა დააკისრა სიძულვილის გაღვივების გამო მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ ადგილობრივ სკოლებში მუსლიმი ბავშვები უფრო მეტია – “ბიბისი” ავრცელებს.

2016 წლის სექტემბერში არხ LCI-ზე გამოსვლისას, მან თქვა: “ჩემი ქალაქის ცენტრში მდებარე კლასში 91% ბავშვი-მუსლიმები არიან. ცხადია, ეს პრობლემაა. ტოლერანტულობასაც აქვს საზღვრები” – თქვა მერმა.

რობერტ მენარამ, თავის მხრივ მიმართული კრიტიკის პასუხად თქვა, რომ “მან, უბრალოდ აღწერა საკუთარ ქალაქში შექმნილი სიტუაცია”.
ფრანგული კანონები ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური მრწამსის მიხედვით სტატისტიკის შეგროვებას კრძალავს.

banner
წინა სტატიაშიმექსიკას აშშ-ს წინააღმდეგ სანქციების შემოღების უფლება დართეს
შემდეგი სტატიასოლომონ პავლიაშვილმა სლოვაკ ბიზნესმენებთან საინვესტიციო პროგრამები განიხილა