საფრანგეთის მერი ბოშებს სამურაის ხმალით დაესხა თავს

საფრანგეთის ქალაქ Wissous-ის მერი რიშარ ტრენკე დათვრა და ადგილობრივ ბოშებს კატანათი (ე.წ. სამურაების ხმალი) დაერია -ამის შესახებ Le Monde-ი წერს. შემთხვევა კვირას მოხდა. მერი დააპატიმრეს. მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა პისტოლეტი. დაკავებისას მას ეცვა ბრონეჟილეტი. გაზეთის ცნობით, მერი თავის მოადგილესთან და პოლიციელთან ერთად იმყოფებოდა. Le Monde დაშავებულების შესახებ არ ავრცელებს. დაკავებულია, ასევე ერთი ბოშა. რიშარ ტრენკეს სკანდალური რეპუტაცია აქვს. 2014 წელს მან ხიჯაბიან ქალებს საბავშვო მოედნებზე გამოჩენა აუკრძალა. ის პირველი მერია, რომელმაც მუნიციპალიტეტის პოლიცია შეაიარაღა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე : სპექტაკლი გათამაშებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმით, როგორ უნდა მოეპყრონ საიდუმლო ინფორმაციას
შემდეგი სტატიაშერიგების რუსულმა ცენტრმა სირიაში ქიმიური იარაღის კვალი ვერ იპოვა