საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ჰოსპიტალიზირებულია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი პარიზის საავადმყოფოშია გადაყვანილი Le Parisien-ი ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 83 წლის შირაკმა ცუდად ყოფნის გამო შვებულება, რომლის დროსაც მოროკოში იმყოფებოდა, შეწყვიტა. წუხელ ექს-პრეზიდენტი და მისი ოჯახი პარიზში ორი კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს. ბორტზე ასევე იმყოფებოდა ორი ექიმი.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტსა და პარიზის მერს პნევმონია აქვს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ვერავინ იტყვის, რომ პოლიცია ხალხზე ძალადობს