საფრანგეთის ექს-პრემიერმა ვალსმა მისი პარტიის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სოციალისტმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ცენტრისტ-კანდიდატს ემანუელ მაკრონს დაუჭერს მხარს და არა მისი პარტიის კანდიდატს ბენუა ამონს.
“არ მსურს რესპუბლიკისთვის რაიმე რისკებზე წავიდე. მე ხმას ემანუელ მაკრონს ვაძლევ” – განაცხადა ვალსმა ტელეკომპანია BFM-ს ეთერში. ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაკრონის წინასაარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 23 აპრილს არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება 14 აპრილს დასრულდება
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე ელისო კილაძეს პასუხობს