საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი საპრეზიდენტო მარათონის გამო გადადგა

საფრანგეთის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი ემანუელ მაკრონი პოსტიდან გადადგა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რომელიც 2017 წელს ჩატარდება – ხმები ამის შესახებ პოლიტიკოსმა უკვე დაადასტურა.
მაკრონს საფრანგეთის პოლიტიკურ “მოხუცებს შორის ყველაზე ახალგაზრდას” უწოდებენ. მან თქვა, რომ გადადგა და სრულებით დაკავდება პოლიტიკური საქმიანობით. მისმა წარმომადგენელმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ ყოფილი მინისტრი გადადგომის დღეს არ წარადგენს თავის სამომავლო გეგმებს.
ემანუელ მაკრონმა 2016 წელს დააარსა პოლიტიკური მოძრაობა “En Marche!”, რომელიც 50 ათასამდე წევრს აერთიანებს და პოზიციონირებს როგორც “არც ემმარჯვენე და არც მემარცხენე”.

banner
წინა სტატიაშიგაერო: იემენში 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან პირობით საზღვარს 2 სექტემბრამდე დაკეტავს