საფრანგეთის ჩრდილოეთით მიგრანტების ბანაკს ცეცხლი გაუჩნდა

ჩრდილოეთ საფრანგეთში მიგრანტების ბანაკს, სადაც ათას ხუთასი ლტოლვილი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა და სრულიად განადგურდა. ადგილობრივი მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბანაკში მცხოვრებმა ქურთებმა და ავღანელებმა იჩხუბეს. “ფერფლის გარდა არაფერი დარჩენილა” – თქვა ნორის დეპარტამენტის პრეფექტმა მიშელ ლალანდმა.
მიგრანტები დროებითი განსახლების ბანაკებში გადაიყვანეს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშისტოკჰოლმის თავდასხმაში ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა
შემდეგი სტატიააბიტურიენტები ირჩევენ ტექნიკურ უნივერსიტეტს