საფრანგეთი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო გაეროს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს

საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაეროში საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა სირიის კონფიქტში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ გაავრცელა – წერს Reuters-ი.
“დღეს დილით ახალ ქიმიური შეტევა მოხდა იდლიბში. უკვე პირველივე ინფორმაციით გახდა ნათელი, რომ დაშავებულები ძალიან ბევრნი არიან, მათ შორის ბავშვები. მე განვკიცხავ ამ აღმაშფოთებელ მოქმედებას” – განაცხადა მინისტრმა. მან გაეროს უშიშროების საბჭოს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდა.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, რომ მინიმუმ 58-მდე გაიზარდა გაზის მოწამვლით დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ – Reuters-მა გაავრცელა. Al Arabiya-ს ცნობით კი, საუბარია 100 გარდაცვლილზე და 400 დაშავებულზე.
სირიელ აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ სირიის არმია ან რუსული ავიაცია ქიმიურ იარაღს იყენებს – ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ქსელმა ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, გაიგუდნენ.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.

banner
წინა სტატიაშიერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
შემდეგი სტატია(Video) ეს არის გზავნილი, რომ გამართლებულია პოლიტიკური ძალადობა – ელენე ხოშტარია