საფრანგეთი რუსეთთან დიალოგით დაინტერესებულია

პარიზი მოსკოვთან საერთაშორისო პრობლემებზე დიალოგით დაინტერესებას გამოხატავს – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების საქმეზე კომენტარის გაკეთებისას. “საფრანგეთი საერთაშორისო საკითხების კომპლექსებთან დაკავშირებით რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგზე თავის მზაობას ხელახლა აფიქსირებს” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
პარიზმა რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება 26 მარტს მიიღო “სოლსბერიში ქიმიური იარაღით თავდასხმის გამო ბრიტანეთისათვის სოლიდარობის გამოსახატავად”.

ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მხარი 28 ქვეყნამ დაუჭირა, მათ ქვეყნიდან რუსეთის 153 აგენტს გააძევეს.
უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული იპოვეს 4 მარტს.
გუშინ გავრცელდა, რომ იულია სკრიპალის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას უკვე ლაპარაკი შეუძლია. სერგეი სკრიპალი ისევ კომაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისოხუმის კინოფესტივალის საერთაშორისო მასშტაბები
შემდეგი სტატია“სომალის” მოკლული მეთაური გივი სასამართლოში გამოიძახეს