საფრანგეთი რუსეთს მიიჩნევს პარტნიორად და არა საფრთხედ

საფრანგეთი რუსეთს მიიჩნევს პარტნიორად და არა საფრთხედ

40596915ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუსეთს მიიჩნევს პარტნიორად და არა საფრთხედ. ეს განცხადება საფრანეგთის ლიდერმა ვარშავაში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

“ნატო-ს არ აქვს უფლებამოსილება, ისაუბროს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის ურთიერთობა რუსეთთან. საფრანგეთისთვის რუსეთი საფრთხე და მტერი არ არის. რუსეთი პარტნიორია, რომელსაც ზოგჯერ შეუძლია ძალის გამოყენება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ. ჩვენ დავგმეთ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა”, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

ვარშავაში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბარში აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული ზომების განხორციელება უნდა დაჩქარდეს.

banner
წინა სტატიაშიენგურჰესში აწეულ წყლის დონეს შეიძლება, წყალმოვარდნები მოჰუყვეს
შემდეგი სტატიაპოლონეთის სენატმა ვოლინის ტრაგედია გენოციდად აღიარა