საფრანგეთი ფეხბურთის რუს ფანებს გაადეპორტებს

5 (1)საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთის რუსი ფანები გაადეპორტოს იმ საშიშროებების გამო, რაც შესაძლებელია მათ გამოიწვიონ საფრანგეთში მიმდინარე ევრო-2016-ის მანძილზე.
როგორც ფრანს-პრესი იტყობინება, სამართალდამცველები ახლა 29 რუსი გულშემატკივრების საბუთებს ამოწმებენ ავტობუსში, რომელიც მარსელიდან შორიახლო ყავთ გაჩერებული. რამდენიმე მათგანი სასწრაფოდ გადაიყვანეს სადეპორტაციო ცენტრში.
“მარსელის არეულობის მომწყობი არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული, სამაგიეროდ, ფეხბურთის გულშემატკივრების ოფიციალურ მხარდამჭერ ჯგუფს ადეპორტებენ” – ამბობს ერთ-ერთი დაკავებული.

ოფიციალურმა კრემლმა განცხადება გააკეთა, რომ ისინი საკუთარ მოქალაქეებს დიპლომატიურ დაცვას დაუნიშნავენ. უკანასკნელი ინფორმაციით, დაკავებული გულშემატკივრები რუსეთის კონსულს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო
შემდეგი სტატიაოსმა ძალოვნებმა როინ და გიორგი ზაუტაშვილები გაათავისუფლეს