პარიზი მზად არის მთიანი ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა, ჟან მარკ ეირომ, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
“ჩვენ ასევე განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის სიტუაცია. სერგეი ლავროვმა სანკტ-პერეტბურგში მიმდინარე რუსეთ-აზერბაიჯან-სომხური მხარის მოლაპარაკებების შედეგებზე ინფორმაცია მომაწოდა. მე შევახსენე, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მივიღოთ” – განაცხადა ფრანგმა მინისტრმა. წერს ფრანგული მედია.