საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართლდამცველების მიერ სისხლის სამართლის 129 დანაშაული გამოვლინდა.

კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 63 ფაქტი;

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) – ერთი ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის მცდელობის (სსკ-ს 19-177-ე მუხლი) – ერთი ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) – სამი ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – ოთხი ფაქტი;

ასევე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 19 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) – ორი ფაქტი;
ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – ორი ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 088 შემთხვევა, მათ შორის: დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) – 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი. ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) – 45 ფაქტი;

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: ხუთი ავტომატი, ცხრა პისტოლეტი, ერთი რევოლვერი, შვიდი შაშხანა, ხუთი გადაჭრილი სანადირო თოფი, ორი სანადირო თოფი, ერთი საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, სამი ყუმბარმტყორცნის ჭურვი, ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2 858 საბრძოლო ვაზნა. სამართლდამცველებმა ასევე, ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს
შემდეგი სტატიაბათუმში 15 წლის მოზარდი დაჭრეს