საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დამფუძნებელი, მმართველი და დირექტორიც დაკავებულები არიან. თუმცა, მათი თქმით, კომპანიის მმართველს მერაბ ფერაძეს არ აქვს კონტაქტი გარესამყაროსთან და ვერ ახერხებს, რომ დაზარალებულებს გარკვეული თანხა გადაუხადოს.

„დაჭერა დაჭერისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ჩვენ გვჭირდება რეალური მოქმედება. ერთი წელი გავიდა და სახელმწიფოსგან ვერავითარი ქმედითი ნაბიჯი და დახმარება ვერ ვიგრძენით, მიუხედევად იმისა, რომ შეხვედრები გვქონდა უშუალოდ კახა კალაძესთან, არჩილ თალაკვაძესთან. მერაბ ფერაძე არის თანახმა წამოვიდეს ჩვენთან თანამშრომლებაზე, გარკვეული თანხები გადაიხადოს, მაგრამ მას არ აქვს გარესამყაროსთან კონტაქტი და არ აქვს წვდომა თავის ბიზნესობიექტებზე. საჭიროა სახელმწიფოს მესვეურებმა გამოიჩინონ კეთილი ნება, მოაქციონ სამართლებრივ ჩარჩოებში და მისცენ მას გარესამყაროსთან რეალური კონტაქტის საშუალება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლალი თეთრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ტოივო კლაარი დაინიშნა
შემდეგი სტატიამივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია