საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის ორგანიზატორებთან დასალაპარაკებლად მივიდა

„ჩვენთან მოვიდა საპატრულო პოლიციის უფროსი, მას უნდა დალაპარაკება, ჩვენ წავუყენებთ ჩვენს მოთხოვნებს,“ – ეს განცხადება აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა წიქარიშვილმა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

კონკრეტულად რა წინადადებით არის მოსული საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამ ეტაპზე უცნობია.

ბექა წიქარიშვილის თქმით, აქციის მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ. მათი მოთხოვნით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხ

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, თეთრ ხიდზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგზის სრულად დაკავების მოთხოვნა – საპატრულო პოლიციის უფროსსა და ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა