საპატრულო პოლიციას ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი დანიშნა. დღეიდან დეპარტამენტს ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს.

გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან საგანგებო ბრიფინგზე ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

„საპატრულო პოლიციაში არსებითი რეფორმა იწყება, რომელსაც დღეიდან ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საკადრო ცვლილებებთან ერთად რიგი კომპლექსური ღონისძიებები გატარდება, რომელიც საპატრულო პოლიციისთვის ახალი იმპულსის მიმცემი იქნება,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრმა ასევე დაამატა, რომ ღონისძიებები ითვალისწინებს ახალი სახეების მოზიდვას. ალექსანდრე ხვადაგიანი ამ დრომდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ბოჭორიშვილი მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს