,,საპატრიარქოში განხეთქილების შემოქმედი, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია”

,,საპატრიარქოში ისტორიულად უპრეცენდენტო განხეთქილების შემოქმედი, ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ერთი ხელით ახდენს ეკლესიის, როგორც პოლიტიკურ-ფინანსურ ძალაუფლებაში მისი კონკურენტის საერთო დისკრედიტაციას, მეორე ხელით კი ანეიტრალებს დაუმორჩილებელ, უმაღლეს პირებს სინოდში და იქმნის პირობებს სამომავლოდ მისგან სრულიად მართვადი პატრიარქის დასანიშნად.

ამ უბინძურეს საქმეში მთელი რესურსით ჩართულია ივანიშვილის ყველა სტრუქტურა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უშიშროების სამსახური გომელაურის მეთაურობით. რაც არანაკლებ საინტერესოა, საპატრიარქოს შიგნით პროცესების პროდიუსერია, ბოლო დროს საერთოდ ჩრდილში გადასული, ბიძინას ,,ლიუბიმჩიკი”, ეგრეთ წოდებული ბიზნესმენ-ჩოხოსან-ჰომოფობ-მეცენატ-რუსეთუმედ ცნობილი ლევან ვასაძე” -აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშითორდიასა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი გავრცელებულ ვიდეო კადრებთან არავითარ კავშირში არარის – NGO-ების განცხადება
შემდეგი სტატიასაატესტატო გამოცდებში 11 000 მოსწავლე ჩაიჭრა