საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლები კათოლიკოს-პატრიარქს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დატოვებას სთხოვენ

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლები კათოლიკოს-პატრიარქს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დატოვებას სთხოვენ.

„მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა- კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას … უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთსულოვნების“ თანამშრომლები ავრცელებენ.

მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ დღეს გამართული სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აქტიურობის გამო უსაყვედურეს და ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიQatar Airways-მა ოქროს სავარძლებიანი ახალი ბიზნეს-კლასი წარადგინა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპეტერბურგში საქართველოს მოქალაქე დააკავეს