საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

sapatrსაქართველოს საპატრიაქრო „იდენტობის“ ოფისთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, ღონისძიების ჩატარებისგან თავი შეიკაონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლკელად გთავაზობთ:

“როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, ორგანიზაცია “იდენტობის” წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯეს, რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისათვის. ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეთა ჯგუფი აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას ორგანიზაცია ,,იდენტობის,, ოფისთან. გვინდა ყველას მადლობა გადაუხადოთ მხარდაჭერისა და მორწმუნეთა თანადგომისათვის. მაგრამ შეგახსენებთ, რომ შობის დღეები სიმშვიდისა და სიყვარულის დღეებია. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მავანთა პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნაა. ვაცნობიერებთ რა ამ საშიშროებას, თხოვნით მივმართავთ ორგანიზატორებს, თავი შეიკავონ ღონისძიების ჩატარებისგან. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და კეთილგონირებისაკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, “საქართველოს ახალგაზრდულ-ეროვნული მოძრაობა“ დღეს 15:00-ზე ორგანიზაცია „იდენტობის“ ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

აქციის მონაწილეები „იდენტობის“ წევრებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის მიერ პატრიარქის საშობაო ეპოსტოლეს შესახებ გამოთქმულ აზრს აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაში“რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თანამშრომლობის პასუხი არ მოჰყვა”
შემდეგი სტატიამიხეილ ხოდორკოვსკი: თუმცა ჩვენ ვერ შეგვაშინებენ