საპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს ოქტომბრის თვეში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ.
როგორც საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელ საქართველოში მოგზაურობს. სიწმინდე უკვე იმყოფებოდა ალავერდისა და ხორნაბუჯის ეპარქიაში.
„ოქტომბრის თვეში სიწმინდე იმოგზაურებს საქართველოს შემდეგ ეპარქიებში:
ბოდბის ეპარქია 3-5 ოქტომბერი; ნეკრესის ეპარქია 5-9 ოქტომბერი; გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია 9-11 ოქტომბერი; საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია 11-13 ოქტომბერი; მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 13-15 ოქტომბერი; რუსთავის ეპარქია 15-17 ოქტომბერი; გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია 17-19 ოქტომბერი; ბოლნისის ეპარქია 19-21 ოქტომბერი; დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია 21-23 ოქტომბერი; მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია 23-25 ოქტომბერი
აგარაკ-წალკის ეპარქია 25-27 ოქტომბერი; ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია 27-29ოქტომბერი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია 29-31 ოქტომბერი. პერიოდულად შემოგთავაზებთ სიწმინდის მოგზაურობის განრიგს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 6 თვით 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს.