საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საპარლამენტო უმცირესობების ფრაქციის ოთახში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ნიკა მელიას, აკაკი ბობოხიძეს, სერგო რატიანსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მელია დაინტერესდა, თუ რატომ ატარებდნენ აღნიშნული პირები გიგა ბოკერიას ინტერესებს, რის საპასუხოდაც, მას აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომ ამ ლოგიკით ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებდა.

მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. მელიას ბობოხიძემ კი განუმარტა, რომ მას პარტიის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის.

დეპუტატებს შორის კამათი ხმამაღალ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაში„ამაში დამნაშავეა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლება”-გოცირიძე გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაუგულავა-სააკაშვილს შორის საუბარი შედგა