საპარლამენტო უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას ქუთაისში ითხოვს

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

საპარლამენტო უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას ქუთაისში ითხოვს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობას სურს მინისტრობის კანდიდატებს ქუთაისში, პარლამენტში მოუსმინოს. დავით დარჩიაშვილის განმარტებით, კონსტიტუციურად ეს უფრო სწორი იქნება.
დავით დარჩიაშვილის ამ განცხადებას სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილის თქმით, უმცირესობის წევრები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში როგორც ბიუროს სხდომებს, ასევე კომიტეტის სხდომებსაც ესწრებიან, ამიტომ უმცირესობის მოთხოვნა გარკვეულწილად შეუსაბამოა.
,,თუ ეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ამბობთ რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე არ შეგიძლიათ თბილისში ამ შეხვედრების გამართვა, ძალიან კარგი, განაცხადეთ და იყავით თანმიმდევრული. ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ როგორ იმუშავებს პარლამენტი ეს თქვენი გადასაწყვეტი აღარ არის. ეს პარლამენტის და ბიუროს გადასაწყვეტია. თუ თქვენ გნებავთ თქვენი პარალელური კონსტიტუციით იცხოვრეთ, როგორც გნებავთ ისე მოიქეცით”, – განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის ურთიერთობა, შესაძლოა დისტანციურია, მაგრამ ასევე ამხანაგურიც “
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში ერთად გამოჩდნენ