საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი წერეთელი აცხადებს, უმცირესობა კალაძეს კომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის წარდგენას სთხოვს.

კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულება გაგრძელდა, რომლის თანახმადაც, ტრანზიტის საფასურის გადახდა არა ნედლეულით ანაზღაურების ფორმით, არამედ ფულადი ანაზღაურებით მოხდება.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. ახლა კი, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

ახალი ხელშეკრულება ორწლიანია, რომლის თანახმადაც, პირველ წელს, ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ კვლავ რჩება, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია სერგო რატიანმა ჩაანაცვლა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სიძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს