ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო სიაში მთავრობის შემადგენლობიდან არავინ იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რომელიმე მინისტრი საარჩევნო სიაში არ იქნება.
მისი თქმით, მთავრობაში რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებები ახლო მომავალში არ განხორციელდება.