საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს

შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

მოსავლის აღების პროცესის მიმდინარეობას ბრეძას თემში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე, შპს “მექანიზატორის” გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. ბრეძას თემში 350 ჰა მიწის ფართობზე შპს „მექანიზატორმა“ მოსავლის აღება უკვე დაიწყო. ხორბალი, ქერი და შვრია ბრეძაში 400 ფერმერს აქვს დათესილი. მოსავლის აღების სამუშაოებს აზერბაიჯანიდან შემოსული კომბაინები ახორციელებენ, რომლებიც აგროვადების დაცვით მოსავლის შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა.

საზღვრისპირა სოფლებში დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 12 ერთეული შპს „მექანიზატორის“ კომბაინი, რომლებმაც უკვე აიღეს 615 ჰექტარი ნათესი ფართობი და მოემსახურნენ 300-ზე მეტ ბენეფიციარს.

დარჩენილია 490 ჰექტარი ნათესი ფართობი რომლის აღებაც უახლოეს მომავალში აგროოპერაციის ვადის სრული დაცვით დასრულდება.

ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს ჩართულია შპს“მექანიზატორის 87 ხოლო აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 30 ერთეული კომბაინი.

კახეთის რეგიონში სამუშაოებში ჩართულია – 39 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ – 32, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი – 7), ქვემო ქართლის რეგიონში – 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 10, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი – 9), შიდა ქართლი – 53 („მექანიზატორი“ – 39, აზერბაიჯანული – 14) სამცხე-ჯავახეთში – 6 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შემდეგი სტატია„ოცნების“ პოლიტიკური ტორტი-“სარკო”