სანკტ-პერეტბურგში აქციის 229 მონაწილე დააკავეს

სანკტ-პეტერბურგში საპროტესტო აქცია “მოქალაქედ ყოფნის უფლებებისთვის” 229 მონაწილე დააკავეს – აქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსანდრ ნავალნის მომხრეებმა გამართეს – “დოიჩე ველე” წერს. როგორც გამოცემის ჟურნალისტი იტყობინება, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – “ის მეფე არ არის”, “ძირს მეფე”. ზოგიერთმა პროტესტანტმა საავტომობილო გზების გადაკეტვა დაიწყო, პოლიციამ მომიტინგეები გზის სავალ ნაწილზე ძალით გადაიყვანა. როგორც ვრცელდება, დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.
აქცია ადგილობრივი დროით 14.00 საათზე დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ქილერი: “100-ზე მეტი ადამიანი მოვკალი და ამას არ ვნანობ”
შემდეგი სტატიადღეს გიორგობაა