სანიკიძე პრეზიდენტს რელიგიათა შორის ურთიერთობებში საკუთარი რესურსის გამოყენებას ურჩევს

ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საქართველოს პრეზიდენტს რელიგიათა შორის ურთიერთობებში საკუთარი რესურსის გამოყენებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება, სანიკიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის არ არესებობს სერიოზული პრობლემები, საჭიროა, რომ პოლიტიკოსებმა ამ კუთხით იმუშაონ, რადგან სანიკიძის აზრით, ზოგჯერ პრევენციული ზომები უფრო ეფქტურია ვდირე მომხდარის შემდეგ რეაგირება.

„ვთვლი, რომ თქვენ პირადად გაქვთ ძალიან სერიოზული რესურსი და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად უნდა გამოიყენოთ რელიგიათა შორის ურთიერთობებში. საკმაოდ სტაბილურად არის ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით საქმე, არაფერი ჯერჯერობით არ გვემუქრება, მაგრამ ყურადღება ნამდვილათ გვაქვს მისაქცევი დამეთანხმებით ბევრი თქვენგანი, რომ ხანდახან პრევენციული ზომები უფრო ეფქტურია ვიდრე მომხდარის შემდეგ რეაგირება. ეს არ არის მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების საქმე ეს არის ქართველი პოლიტიკოსების საქმე. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს სერიოზული რესურსი,“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“ბევრი მაგათი რჩევა განვახორციელეთ, იმიტომ ვართ დღეს ამ დღეში”
შემდეგი სტატია“უცხოეთში ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული ჩვენს ქვეყანას არაფრით წაადგა,”