სანდრო შელია გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო დაკითხვაზე დაიბარეს?

გუდაურში მომხდარი შემთხვევის გამო კომპანია Conformity Assessment International – CAI-ის მფლობელის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
გუდაურის საბაგიროს ექსპერტიზა ბოლოს 2017 წლის 22 დეკემბერს კომპანია Conformity Assessment International – CAI -მა ჩაუტარა და გასცა დასკვნა, რომ იგი გამართული იყო.
კომპანია თბილისში მდებარეობს და მისი მფლობელი სანდრო შელიაა.
“თაიმერის” ინფორმაციით, სანდრო შელია საგამოძიებო უწყებაში უკვე დაბარებულია და არ არის გამორიცხული, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
სანდრო შელიას კუთვნილი კომპანია, ასევე, მონიტორინგს უტარებს ენგურჰესს და მთაწმინდის პარკში მდებარე ატრაქციონებს. ჩვენი ინფორმაციით, ამ კომპანიას სახელმწიფომ ხელშეკრულება პირდაპირი წესით დაუდო.
დეტალების დასაზუსტებლად ჩვენ შსს-ს და პროკურატურას ვუკავშირდებით, რის შემდეგაც დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. ცნობისთვის, სანდრო შელია პიანისტ თათია შარანგიას მეუღლეა.

წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

https://youtu.be/OnRXFhartGw

banner
წინა სტატიაშირა საერთოა სკრიპალისა მოწამვლასა და კიმ ჩენ ინის ძმის მოკვლას შორის
შემდეგი სტატიამოსკოვთან “კანონიერი ქურდი” გოგა ფოთელი დააკავეს