სანდრა რულოვსი ვაშინგტონში ატომური სამიტის ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოვა

30 მარტს, ვაშინგტონის დროით 14.30 საათზე სანდრა ელიზაბეთ რულოვსი ვაშინგტონში მიმდინარე 2016 წლის ატომური სამიტის ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოვა. „უკრაინის ბრძოლა თავისუფელბისათვის გრძელდება“ ასეთი ფორუმის სათაური, რომელიც დღეს ატომური სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ტარდება (Congressional Auditorium, Capitol Visitors Center, U.S. Capitol – First St NE, Washington, DC 20515 ). ფორუმის მომხსენებლებს შორის ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) , ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის (U.S. Institute of Peace), ბრუქინგის ინსტიტუტის (Brooking Institute) , მაკქეინის ინსტიტუტის (The McCain Institute), ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლის (Harvard Kennedy School), სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აშშ-ს მოქმედი და ყოფილი ელჩები და უკრაინის მთავრობის ოფისიალური პირები არიან. ფორუმის დასასრულს დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს გამოსვლა.

banner
წინა სტატიაშიvideo)კოლემეურნეობის მოედანზე ბარ-რესტორანი გაძარცვეს
შემდეგი სტატია“მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია თავი“ – ლევან ბერძენიშვილი