სანდრა რულოვსი: მე თავს ვთვლი გამარჯვებულად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი პარტიის პოლიტსაბჭოს ესწრებოდა. პარტიამ გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღება. სანდარა რულოვსის განცხადებით, იგი ელოდება პირველი ტურის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებს მეორე ტურზე:
„მე პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ, ამიტომ ხმის უფლება არ მქონდა, მაგრამ დისკუსიებში ჩავერთე. ჩემთან ჯერ პირველი ტურია, მოგეხსენებათ რაც მოხდა ჯიხაშკარში, მე თავს ვთვლი გამარჯვებულად, მაგრამ ჯერ მაინც უნდა გაიმართოს პირველი ტური, ამის შემდეგ დავფიქრდები მეორე ტურზე, რა თქმა უნდა კონსულტაციებს ვიღებ ჩემი მეუღლისგან, მაგრამ პირველ რიგში კონსულტაციებს ვიღებ ჩემი ამომრჩევლისგან, უახლოეს მომავალში დავბრუნდები სამეგრელოში“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

https://youtu.be/E38wZlhOzDE

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა იღებს მონაწილეობას მეორე ტურში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის იმპიჩმენტი სრული პარანოია და სიგიჟე იქნება