სანდრა რულოვსი: სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე, დღეები და საათები

“სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე, დღეები და საათები. 8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლა,” – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომერმა და ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, საპროტექტო აქციაზე გააკეთა.

რულოვსი ამბობს, რომ ქვეყანაში გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს და უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანად არჩევნების გზით.

“მივესალმებით მთელ საქართველოს. ჩემს ზუგდიდის რაიონს. თქვენ ჩვენი გმირები, ჩვენი ერთგულები ხართ. თქვენ გჯერათ ძლიერი საქართველოსი. როცა ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქვეყანას, მაშინ ვიქნებით აფხაზეთისთვის მიმზიდველი ქვეყანა. მოგესალმებით აფხაზ ძმებს და დებს. უნდა გავაძლიეროთ საქართველო, ვერავინ ვერ მოგვერევა. სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე, დღეები და საათები. 8 ოქტომბერს გადამწყვეტი არჩევნებია, გადამწყვეტი ბრძოლა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, 4 წელი საკმარისია მათი მმართველობისთვის. მათ ვერ მიხედეს ქვეყანას, არ შეუძლიათ ამის კეთება. ქვეყანა უკუსვლას და არნახულ გაჭირვებას განიცდის.

“პენსიის და სოციალური დახმარების მოლოდინი აქვთ ოჯახებს, რომ ვალები გაისტუმრონ და წამლები იყიდონ. ეს არის ის საქართველო, რასაც ვაშენებდით 2004-12 წლებში? ბიუჯეტი დახვდათ ცარიელი? არ შეეძლოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? ქვეყნის მართვას პატრიოტიზმი, თანადგომა და გული უნდა და არა ფული. მათი წასვლის დრო მოვიდა, მშვიდობიანად არჩევნების გზით. ამდენი პროექტი გაჩერებული დევს მაცივარში. მათ ვადა გასდის 9 ოქტომბერს, ამოვიღოთ 8 ოქტომბერს საღამოს და ავამოქმედოთ შევქმნათ სამუშაოები, ავაშენოთ გზები, გვირაბები, ლაზიკის პორტი, გავაგრძელოთ გაზიფიცირება. შევქმნათ ტურისტული და სპორტული ბაზები.

“მიშა დაბრუნდება ქართულ მიწაზე. დაბრუნდება არა რევოლუციური სცენარით, რისიც ოპონენტებს ეშიანიათ, არამედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მაშინ, როცა სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისგან და ეს მოხდება მალე,” – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში“სამი დღე დამრჩა ზღვის გადმოლახვამდე” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს
შემდეგი სტატიაავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები საპარლამენტო არჩევნებში ხმას უკვე აძლევენ