სანდრა რულოვსი: მიშას საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს

ბრიტანეთში Independent-ის უკანასკნელი ნომერი გამოვიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა მისი მეუღლის უფლებები დაცული იყოს.
სანდრა რულოვსმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამოცემა “Independent”-ს.
“ჩვენ გვინდა, რომ დასავლეთმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე და მიაღწიოს იმას, რომ ეს უკანასკნელი კორექტულად მოიქცეს”, – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მან არასერიოზული უწოდა ბრალდებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი რუსულ ფულზე სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა უკრაინაში.
“ჩემი მეუღლისმაგვარი ადამიანის დადანაშაულება მოსკოვთან თანამშრომლობაში, უბრალოდ სასაცილოა. საკმარისია გადავხედოთ რუსეთთან მისი ურთიერთობის გამოცდილებას, რომ ეს გასაგები გახდეს”,- ხაზი გაუსვა სანრდა რულოვსმა.
იგი შიშობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეიძლება იყოს მისი საქართველოში დეპორტაციი პირველი მცდელობა. თუმცა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც ყოველთვის აღწევს საწადელს.
“მამაჩემმა ერთხელ მკითხა იმის შესახებ თუ რატომ არ კმაყოფილდება ჩემი მეუღლე ოდესის გუბერნატორის თანამდებობით და ამ პოსტზე მშვიდი ცხოვრებით. მე 24 წელია, რაც მიშას მეუღლე ვარ და, შესაბამისად, კარგად ვიცნობ მის ხასიათს – იგი ისეთი ადამიანია, რომელსაც საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს”, – აცხადებს სანდრა რულოვსი.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2020 წლის 30 სექტემბრამდე იმუშავებს
შემდეგი სტატიადადიანის ქუჩაზე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს