სანდრა რულოვსი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

14732296_1246686042041730_6085124241812028125_nძვირფასო მეგობრებო და თანამებრძოლებო!
არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას.
პარტიისთვის ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბრიდან იყო ცნობილი, როცა ეს გადაწყვეტილება გავაცანი ენმ-ის პოლიტსაბჭოს, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების თანდასწრებით. ჩემი ამ განცხადების შემდეგ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ბაქრაძემ, განაცხადა რომ, პოლიტსაბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქალბატონი სანდრას შემთხვევა არის განსაკუთრებული და უნდა შევიდეთ მის მდგომარეობაში რაც, დარწმუნებული ვარ, პოლიტსაბჭოს ოქმშიც არის ასახული.
ზუსტად პოლიტსაბჭოს სხდომის დროს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის რაიონის 3 საარჩევნო უბანზე პირველი ტური განმეორებით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე იქვე, პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ზუგდიდის რაიონში ჩემთვის პირველი ტური ჯერ არ დამთავრებულა.
ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცმხყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებთან.
მე მგონი ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეუბით თავისი პოზიციის გახმოვანება.
ბანალობაა იმის მტკიცება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლის მიზანი არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის დამარცხებაა და ეს აუცილებლად მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია.

სანდრა რულოვსი

banner
წინა სტატიაშიტრამპი კლინტონტან ჩამორჩენას აღიარებს
შემდეგი სტატიამოსკოვში სომეხი ბიზნესმენები ჩახოცეს