სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი იმ მშვიდ ძალას, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას

მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღეს წყდება საქართველო გადარჩება თუ არ გადარჩება. მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, ყველა გააკეთებს სწორ არჩევანს”, – განაცხადა რულოვსმა.

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, მთაწმინდის პირველი ოლქის მე-19 უბანზე, სადაც შვილთან ერთად მივიდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა