“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა:
“ხალხი ძალიან კონკრეტულ პროექტებს ელოდება ჩემგან. რაც შეეხება პროვოკაციებს და შემოგზავნილ ადამიანებს, ეს ყველა არჩევნებზე ხდება ხოლმე, ეს არ მადარდებს, თუმცა ძალიან მიუღებელია. ეს არის ელემენტარული ზრდილობის ნაკლებობა, სამწუხაროდ. “ქართულ ოცნებას”, “პატრიოტთა ალიანსსაც” და ყველა პარტიას უნდა ქოდეს შანსი, რომ თავისი პროგრამა, თავისი გეგმები გააცნოს ადამიანს მშვიდ გარემოში,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.