სანდრა რულოვსი: დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლებაში მოვალთ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშისა და დარჩელის მცხოვრებლებს შეხვდა და პარტიის საარჩევნო გეგმები გააცნო.

„უკვე ყველა სოფელში ვიყავით მოსახლეობის გასაცნობად, მაგრამ ასევე გვინდა, რომ თითოეულ ოჯახში, საამქროში, პოლიკლინიკაში და ყველგან ვიაროთ, რომ ვნახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და რას ელიან ჩვენგან, როცა დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლებაში მოვალთ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა და ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„საქართველოს მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამი ბატალიონი გაიწვრთნება