სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შეცდომებზე მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხსმგებლობა არ მეკისრება,- ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისა კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა რადიო “ათინათის” ეთერში, გადაცემაში “კანდიდატი” განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, იყო ბევრი შეცდომა და ამიტომაც არიან პარტიაში ახალი სახეები.

„მე არ ვიყავი არანაირ თანამდებობაზე, ამიტომ არანაირი პასუხსმგებლობა არ მეკისრება. არ დავიწყებ რაიმეს გამართლებას ან რაიმეს უარყოფას, მაგრამ ვხედავ, რომ იყო გარკვეული შეცდომები. ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ახალი სახეები ვართ, განახლებული პარტია ვართ. ძალადობა, წნეხი, ზედმეტი კონტროლი შროის არის ჩვენგან”,-აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

გადაცემა “კანდიდატი” რადიო”ათინათისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ერთობლივი პროექტია.

banner
წინა სტატიაშიანზორ მელია სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების კლინიკებში ჩაწყობით გადაჰყვანის შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატიაქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი და გამომძიებელი პატიმრობაში რჩებიან